წყალბურთი | თბილისის დინამომ ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შეხვედრა გამართა
Aa
Aa

წყალბურთი | თბილისის დინამომ ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შეხვედრა გამართა

ხორვატიაში მიმდინარე წყალბურთში ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამომ“ პირველი მატჩი გამართა და მასპინძელ „შიბენიკთან“ 14:17 დამარცხდა.

„დინამოს“ შემადგენლობა:

გიორგი გვეტაძე (მეკარე), გიორგი ვეშაგური, სანდრო ვასაძე, არტიომ ძიხტიარენკა (3 გოლი), საბა ტყეშელაშვილი (1), ლუკა პაპიაშვილი, ნიკოლა ბუკანი (1), ნიკოლოზ ყურაშვილი, რევაზ იმნაიშვილი, გიორგი მაგრაქველიძე (6), დრაგან დრასკოვიჩი (1), ლუკა მჭედლიშვილი (2), გიორგი ჩაგელიშვილი, მიხეილ ბაღათურია.

საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს „დინამო“ 4 ოქტომბერს ბუქარესტის „სტიაუასთან“ გამართავს, შეხვედრა 20:00 სათზე დაიწყება, ჯგუფის დასკვნით მატჩს კი 5 სექტემბერს კიდევ ერთ რუმინულ კლუბთან, ბუქარესტის „რაპიდთან“ ჩაატარებს.

საკვალიფიკაციო ეტაპზე 16 გუნდი მონაწილეობს – ოთხი ოთხგუნდიანი ჯგუფიდან გათამაშების ძირითად ეტაპის საგზურს 7 გუნდი მოიპოვებს – ჯგუფების გამარჯვებულები და სამი საუკეთესო მეორეადგილოსანი.

ძირითადი ეტაპის მატჩები 2025 წლის 16 ოქტომბერს დაიწყება და 2026 წლის 12 თებერვლამდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები