თბილისის საკრებულომ ქალ მორაგბეთა ნაკრებს უმასპინძლა
თბილისის საკრებულოში, საქართველოს ქალ მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მიღება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, სპორტსმენებს ქალთა რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობის სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებას საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, დავით კაჭარავა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ზურაბ აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივითა და საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ჩართულობით ჩატარდა მიზანი კი ქალთა რაგბის პოპულარიზაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა იყო.
საქართველოს ქალ მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წელს მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა საერთაშორისო არენაზა — მსოფლიო რეიტინგში გუნდმა 7 ქვეყანას გაუსწრო და 33-ე ადგილიდან 26-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.