თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელია: „ჩვენი მიდგომა უცვლელია - ბრძოლა ყველა მატჩში“

„ბარსელონას“ ქართველმა კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე „პანათინაიკოსთან“ მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გასვლაზე ძლიერი მეტოქის დამარცხების მიუხედავად ჯერ პროგნოზების გაკეთება ნაადრევია.

რა თქვა შენგელიამ:

„პროგნოზებზე საუბარი ნაადრევია, ვინაიდან სეზონი ძალიან გრძელია, ჯერ მხოლოდ ორი მატჩი ვითამაშეთ. მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდებოდა „პანათინაიკოსთან“ მატჩი, ჩვენთვის არაფერი იცვლება.

ყველა მატჩში მოგებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. 1 მოგება და 1 მარცხი გვაქვს, მაგრამ ჩვენი მიდგომა არ იცვლება - ბრძოლა ბოლომდე“.

ცნობისთვის, „ბლაუგრანამ“ ათენში „პაოს“ 103:96 მოუგო, შენგელია კი პარკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თოკომ 25:22 წუთში 17 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. შედეგიანობით მას „ბარსელონას“ რიგებში მხოლოდ უილ კლაიბერნმა აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბოლდუინის 9 ქულა - ბაიერნმა ევროლიგაზე ცრვენა ზვეზდას მოუგო
ბოლდუინის 9 ქულა - ბაიერნმა ევროლიგაზე ცრვენა ზვეზდას მოუგო