მსაჯი, რომელიც აშშ-ში არ შეუშვეს, მუნდიალის ჰონორარს სრულად მიიღებს
Aa
Aa

მსაჯი, რომელიც აშშ-ში არ შეუშვეს, მუნდიალის ჰონორარს სრულად მიიღებს

სომალელი მსაჯი ომარ არტანი მსოფლიო ჩემპიონატზე დაგეგმილი მატჩების ჰონორარს სრულად მიიღებს. ESPN-ის ცნობით, FIFA-მ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც არბიტრს ტურნირის დაწყებამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლაზე უარი ეთქვა.

არტანი, რომელიც აფრიკის საუკეთესო მსაჯადაა აღიარებული, გასულ კვირას მაიამიში ჩაფრენისთანავე უკან გააბრუნეს. სავიზო პრობლემების გამო, მას სამშობლოში დაბრუნება მოუწია, სადაც გულშემატკივრები ისე დახვდნენ, როგორც გმირს.

აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურის განცხადებით, 34 წლის მსაჯის აშშ-ში არშესვლის მიზეზად „შემოწმების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები“ გახდა. კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოახერხა ფიფამ პროცესში წარმატებით ჩარევა, ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, კრიტიკოსებს „დამშვიდებისკენ“ მოუწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ არტანი მუნდიალს ჩამოაცილეს, წყაროები ადასტურებენ, რომ მას მსოფლიო ჩემპიონატზე გათვალისწინებული სამუშაოსთვის კუთვნილი თანხა სრულად აუნაზღაურდება. ზუსტი ციფრი უცნობია, რადგან ჰონორარი იმ მატჩების რაოდენობაზეა დამოკიდებული, რომელიც მას უნდა ემსაჯა.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატიდან არტანის ჩამოცილების ფონზე, UEFA-მ მხარდაჭერა გამოხატა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სომალელი არბიტრი უეფას სუპერთასის მატჩზე დანიშნა. აგვისტოში, ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში, ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პსჟ და ევროპა ლიგის ტრიუმფატორი ასტონ ვილა დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აშშ მუნდიალს მოიგებს | ალტიდორს არარეალური პროგნოზის გამო დასცინეს
აშშ მუნდიალს მოიგებს | ალტიდორს არარეალური პროგნოზის გამო დასცინეს