ბარსელონას გამარჯვება ათენში - შენგელიას 17 ქულა
საკალათბურთო ევროლიგის რეგულარული ეტაპის II ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად „პანათინაიკოსი“ 7-ქულიანი სხვაობით, 96:103 დაამარცხა და გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში თორნიკე შენგელია ერთ-ერთი საუკეთესო იყო - საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 25 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა, 1 დაფარება დააგროვა და შედეგიანობით თანაგუნდელებს შორის მხოლოდ უილ კლაიბერნს (23) ჩამორჩა.
თოკომ როგორც საჯარიმოები (სამიდან სამი), ასევე საშუალო დისტანციიდან (ოთხიდან ოთხი) ასპროცენტიანი სიზუსტით ისროლა, პერიმეტრიდან ოთხი ტყორცნიდან ორი მოათავსა კალათში, ბურთი მხოლოდ სამჯერ დაკარგა და ოთხი პერსონალური ჯარიმა მიიღო. რაც |შეეხება მოხსნებს, ხუთიდან სამი დაცვაში, ორი კი შეტევაში შეასრულა.
მომდევნო ორ შეხვედრას თორნიკე შენგელია და მისი თანაგუნდელები „ვალენსიას“ წინააღმდეგ ჩაატარებენ - 5 ოქტომბერს ლიგა ენდესაში, ხოლო 10 ოქტომბერს ევროლიგაში.