„ლუკა იყო ღირსეული, შრომისმოყვარე და თავდადებული მორაგბე“ - ლელო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
სარაგბო კლუბი „ლელო“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. კლუბის ინფორმაციით, სამწუხაროდ „ლელოს“ ახალგაზრდა მორაგბე, ლუკა კურტანიძე გარდაიცვალა.
რა წერია განცხადებაში:
ლელოს დიდი ოჯახის წევრი და ახლა უკვე დიდი გულის ტკივილი, ჩვენი კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა, ლუკა კურტანიძე, დავკარგეთ.
ლუკა იყო ღირსეული, შრომისმოყვარე და თავდადებული მორაგბე, რომელიც ყოველთვის გულით ატარებდა ლელოს ფორმას. მისი ადამიანობა, მეგობრობა და გუნდურობა სამუდამოდ დარჩება ჩვენი კლუბის ისტორიაში და თითოეული ჩვენგანის გულში.
ვუთანაგრძნობთ ლუკას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც იგი ძვირფასი იყო. ლელოს ოჯახი გლოვობს… ღმერთს ებარებოდე ლუკა.
ლუკა კურტანიძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.