U18 | ინგლისის წინააღმდეგ მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
Aa
Aa

U18 | ინგლისის წინააღმდეგ მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები, საფრანგეთის ქალაქ ვიშში მიმდინარე ექვსი ერის ფესტივალზე, 7 აპრილს მეორე შეხვედრას გამართავს და ჩვენი დროით 15:15 საათზე ინგლისს შეერკინება.

პირველ ტურში გიორგი ნემსაძის შეგირდები მასპინძლებს ეთამაშნენ (22:49), ინგლისელები კი ირლანდიას დაუპირისპირდნენ (31:36).

რადგან ეს ტურნირი სრულად განვითარებას ემსახურება, პირველი თამაშის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში 11 მოთამაშე შეიცვალა. დამწყებთა შორის კვლავ არიან გუნდის კაპიტანი მათე ბერუაშვილი, საბა ჯინჭველაშვილი, ნიკოლოზ ლაგვილავა და გოგა ბერიძე.

ერთი ცვლილებაა გაფართოებულ შემადგენლობაში. გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა ლუკა მგალობლიშვილი. მის ნაცვლად შემადგენლობას თბილისის ‘ლოკომოტივის’ მოთამაშე ნიკოლოზ ხარებავა შეუერთდა, რომელსაც ინგლისთან მატჩს შერკინების მეორე ხაზში იწყებს.

საქართველო ინგლისს ბოლო 3 წელიწადში მეოთხედ ეთამაშება. 2024 წლის ექვსი ერის ფესტივალზე მეტოქემ გაწითლებულ დროზე გატანილი ლელო-გარდასახვის წყალობით 26:19 გაიმარჯვა; იმავე წლის ზაფხულში, სამხრეთ აფრიკის ტურნირზე ასევე 7 ქულით - 27:20 გაიმარჯვა. შარშან ინგლისს სამხრეთ აფრიკაში კიდევ ერთხელ შევხვდით და ამჯერად საქართველომ რევანშის აღება მოახერხა - ინგლისი 35:31 დაამარცხა.

ხაზი: 15. გიორგი კუპრეიშვილი, 14. რეზი ცხვედიანი, 13. გოგა ბერიძე, 12. ბართლომე ხამაშურიძე, 11. ნიკოლოზ ლაგვილავა, 10. ატო ლიპარტელიანი, 9. ალექსანდრე გაგუა;

შერკინება: 1. საბა მერებაშვილი, 2. საბა გოგრიჭიანი, 3. გეგა გიორგობიანი, 4. ნიკოლოზ ხარებავა, 5. საბა ჯინჭველაშვილი, 6. გიორგი სუთიაშვილი, 7. ნიკა ჯანგულაშვილი, 8. მათე ბერუაშვილი (კაპ.).

მარქაფა: 16. სანდრო გამყრელიძე, 17. გიორგი ბერძენიშვილი, 18. იაგო ღუდუშაური, 19. გიორგი ქევანიშვილი, 20. ლუკა შულაია; 21. გიორგი ხონელიძე, 22. მიხეილ მგალობლიშვილი, 23. მათე მახარაძე, 24. ალექსანდრე მამაიაშვილი, 25. ლუკა ჭაკუა, 26. ნიკოლოზ ფანცულაია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახალი ტურნირი ტესტ-მატჩების დანაკლისს ვერ აგვინაზღაურებს“ - ინტერვიუ ლადო კილასონიასთან
„ახალი ტურნირი ტესტ-მატჩების დანაკლისს ვერ აგვინაზღაურებს“ - ინტერვიუ ლადო კილასონიასთან