როი კინი, ბრუნო ფერნანდეში
Aa
Aa

„კრიტიკა არ მაწუხებს, მაგრამ არ მომწონს, როცა ხალხი იტყუება“ - ბრუნო როი კინზე

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში მის შესახებ როი კინის ნათქვამს გამოეხმაურა.

ლეგენდარულმა როი კინმა განაცხადა, რომ გუნდის მთელი თამაში „ნოტინგემ ფორესტის“ წინააღმდეგ (3:2) იმაზე იყო ჩაციკლული, რომ ბრუნოს სეზონში საგოლე პასების რეკორდი მოეხსნა. კინმა ასევე გააკრიტიკა პორტუგალიელის მატჩისშემდგომი ინტერვიუ: „ვაუ. როგორ შეუძლია ფეხბურთელს მატჩზე გასვლა და ინდივიდუალურ მაჩვენებლებზე ფიქრი?“ - თქვა კინმა.

„ყოველთვის ვამბობ, რომ კრიტიკის წინააღმდეგი არ ვარ. კრიტიკას ყოველთვის ყველასგან ვიღებ და არასდროს არავის ვპასუხობ. ადამიანებს თავიანთი აზრი აქვთ - მათთვის ის შეიძლება კარგი იყოს, ცუდი ან ნებისმიერი სხვა რამ.

რაც არ მომწონს, ის არის, როცა ადამიანები იტყუებიან. და ამ შემთხვევაში, ის, რაც თქვენ როი კინზე თქვით, ფაქტობრივად, მისი სიტყვები - ტყუილია. ჩემდა საბედნიეროდ, ყველაფერი დაფიქსირებულია. წარმოიდგინეთ, ასე რომ არ ყოფილიყო, ხალხი იფიქრებდა, რომ ბრუნო ყოველთვის საგოლე პასის გაკეთებისკენ ისწრაფვის.

მე ოლეს (ოლე-გუნარ სულშერს) მისი ნომერიც კი ვთხოვე, რომ მიმეწერა და მესაუბრა. მინდოდა მეთქვა: „კრიტიკის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ არ მომწონს, როცა ადამიანები იტყუებიან იმაზე, რასაც მე ვამბობ, რადგან ეს სცდება იმ საზღვრებს, რასაც მისაღებად მივიჩნევ“,

- განაცხადა ბრუნო ფერნანდეშმა პოდკასტში The Diary of a CEO.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები