U20 | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, სამხრეთ აფრიკაში გასამართი საერთაშორისო სერიისთვის 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
შემადგენლობაში 17 მორკინალი და 13 ხაზის მოთამაშეა. 30-დან 6 მორაგბე ლეგიონერია, დანარჩენები კი ქართულ კლუბებს წარმოადგენენ: რვა მოთამაშე ქუთაისის ‘აიადანაა’, ექვსი თბილისის ‘ლელოდან’, სამი თბილისის ‘არმიადან’, ორ-ორი რუსთავის ‘ხარებიდან’ და თბილისის ‘ხვამლიდან’, თითო-თითო კი სტეფანწმინდის ‘ყაზბეგიდან’, ფოთის ‘ფოთიდან’ და თბილისის ‘ლოკომოტივიდან’.
სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე საქართველოს გარდა მასპინძელი სამხრეთ აფრიკა, ფიჯი და ჩილე ითამაშებენ. აღსანიშნავია, რომ ჩილეს გარდა, სამივე გუნდი 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება და სამხრეთ აფრიკაში გასამართი ტურნირი სელექციასა და სათამაშო სქემების დახვეწას ემსახურება.
სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის შეხვედრები ქეიფთაუნში, „სიტი პარკზე“ გაიმართება. 21 მაისს საქართველო ფიჯის შეხვდება; 26-ში ჩილეს დაუპირისპირდება; ხოლო 31 მაისს სამხრეთ აფრიკას შეერკინება.
რაც შეეხება 20-წლამდელთა ჩემპიონატს, მას 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს. საქართველო ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთ აფრიკასთან,
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
შენიშვნა: პირველად წერია კლუბი რომელშიც მოთამაშე ამჟამად თამაშობს, მეორედ - აღმზრდელი კლუბი
შერკინება: აჩი ნოზაძე (აჟენი, წიქარა), დაჩი ჭელიძე (ლელო, ლელო), ლუკა იასეშვილი (ხარები, ხარები), დავით არჩვაძე (ლელო, ლელო), ნიკოლოზ ღარიბაშვილი (ყაზბეგი, ლელო), გიორგი აღნიაშვილი (კარკასონი, აკადემია), ლევან ეზიეშვილი (მონტობანი, ხვამლი), ნიკოლოზ კუმარიტოვი (ორიაკი, ლოკომოტივი), გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი, ანტვერპენი), პაატა ჩაკვეტაძე (აია, აია), ნიკა ჩხორთოლია (მონპელიე, არმია), გიორგი მეფარიშვილი (აია, ღონე), თორნიკე ტორაძე (აია, აია), ირაკლი ყოლბაია (ლელო, კოლხი რაინდები), ლუკა ნარსია (აია, აია), გიორგი ზაზაძე (ხარები, ხარები), გიორგი არძენაძე (კოლხი რაინდები, ჩაქვი);
ხაზი: დაჩი წიკლაური (ხვამლი, ხვამლი), გოგა უშვერიძე (აია, აია), თემურ ძოძუაშვილი (აია, აია), დემეტრე დევდარიანი (ლელო, აკადემია), მათე მახარაძე (ხვამლი, ბათუმი), ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი, ლოკომოტივი), დათა ახვლედიანი (ლელო, ლელო), საბა შარვაშიძე (აია, აია), დათა არობელიძე (არმია, არწივები), ნიკა ხალვაში (ლელო, ჩაქვი), ავთანდილ ზვიადაძე (აია, აია), ლუკა ტაბატაძე (არმია, არმია), საბა ნატროშვილი (არმია, ლელო).
მთავარი მწვრთნელი: ვიტო კოლელიშვილი
მწვრთნელები: მიხეილ ნარიაშვილი, გიორგი ბეგაძე, თორნიკე ბუბუტეიშვილი, რატი შანიძე
მენეჯერი: ლაშა ლომიძე
ვიდეო ანალიზი: ნიკო გიგინეიშვილი
ექიმი: გოგა მირველაშვილი
ფიზიო: ირაკლი შაორშაძე, რომან სახოკია
ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი
სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა საერთაშორისო სერია
21 მაისი. ხუთშაბათი
საქართველო - ფიჯი
სამხრეთ აფრიკა - ჩილე
26 მაისი. სამშაბათი
ჩილე - საქართველო
სამხრეთ აფრიკა - ფიჯი
31 მაისი. კვირა
ფიჯი - ჩილე
სამხრეთ აფრიკა - საქართველო
წყარო - Rugby.ge