შიოშვილის 2 ლელო | უმცროსი ბორჯღალოსნების დასანანი მარცხი უელსთან
2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ მატჩში უელსმა ავჭალაში საქართველოს 20-წლამდე ნაკრები 25:24 დაამარცხა.
უელსი მე-5 წუთზე კაიო ჯეიმსის ლელოთი დაწინაურდა, კარვინ ლეგატ-ჯონსმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მე-17 წუთზე რის კამინგსმა დადო ლელო, თუმცა უელსელთა გარდასახვა არაზუსტი იყო. 12:0-ზე მიხეილ შიოშვილმა ლელო დადო, ანგარიში 12:5 გახდა. ნიკოლოზ ხალვაშმა ძლიერი ქარის პირობებში გარდასახვა არაზუსტად შეასრულა. 34-ე წუთზე კარვინ ლეგატ-ჯონსმა ზუსტი ჯარიმით მისი ნაკრების უპირატესობა გაზარდა. 15:5-ზე შიოშვილმა მეორე ლელო დადო, ანგარიში 15:10 გახდა, გარდასახვა ხალვაშმა ზუსტად შეასრულა და ტაიმი 15:12 დასრულდა.
43-ე წუთზე გაბრიელ რაზმაძის ლელოთი დავწინაურდით, ანგარიში ჩვენი ნაკრების სასარგებლოდ 15:17 გახდა.
52-ე წუთზე კარვინ ლეგატ-ჯონსმა ლელო დადო და გარდასახვა ზუსტად შეასრულა, უელსი კვლავ წინ გავიდა - 22:17.
მე-60 წუთზე კარვინ ლეგატ-ჯონსმა ჯარიმაც ზუსტად შეასრულა და ანგარიში 25:17 გახდა.
76-ე წუთზე დავით არჩვაძემ საჯარიმო ლელო ზუსტად შეასრულა და სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდა, რაც მატჩის საბოლოო ანგარიში აღმოჩნდა.
ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. ლეონიდე სალდაძე, 12. დავით ბარბაქაძე, 11. ავთანდილ ზვიადაძე, 10. მათე მახარაძე, 9. თემურ ძოძუაშვილი.
შერკინება: 1. გიორგი ტურაშვილი, 2. გიორგი აღნიაშვილი, 3. გაბრიელ რაზმაძე, 4. დავით ბარამია, 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 6. გიორგი ზაზაძე, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი.
მარქაფა: 16. დავით არჩვაძე, 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე, 18. ლევან ეზიეშვილი, 19. ანდრია ბილანიშვილი, 20. გიორგი არძენაძე, 21. ირაკლი ყოლბაია; 22. დაჩი წიკლაური, 23. დათა ახვლედიანი.
ვიტო კოლელიშვილის გაწვრთნილი საქართველოს 20-წლამდე ნაკრები მეორე ტურში სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება (2 ივლისი, 20:30), მესამე ტურში - ურუგვაის (7 ივლისი, 20:30). ქართველი მორაგბეები ჯგუფურ ეტაპზე დარჩენილ შემდეგ ორ მატჩსაც ავჭალაში გამართავენ.