ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„ჯასტინი გამაოგნებელი იყო, მისი სტილი საოცრებაა“ - ჰენრი სეხუდო

UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი მებრძოლი მომავალში UFC-ის დიდების დარბაზის წევრი გახდება.

ასევე, სეხუდომ ჯასტინ გეიჯის პერფორმანსიც შეაფასა:

„ილია თოფურია — შენ დიდების დარბაზის მომავალი წევრი ხარ და ვიმედოვნებ, რომ იქ შეგიყვანენ. ზოგადად, არის ორი ადამიანი, რომლებსაც დიდების დარბაზის ღირსად მივიჩნევ — ეს შენ და ხავიერ მენდესი ხართ“.

„ჯასტინზე ერთ რამეს ვიტყვი: ის საერთოდ სხვანაირია. მისი ფილოსოფიაც კი ასეთია: „მთელ ჩემს ენერგიას პირდაპირ სახეში მივახლი“. ეს უბრალო სტრაიკინგი არ არის, ძმაო. ეს სრულიად სხვა კონცეფციაა. ნამდვილი „ლუნი ტუნსია“, მაგრამ ამ ყველაფერში ლოგიკა დევს. და ის ფაქტი, რომ მას ასეთი ტექნიკური და ტაქტიკოსი მწვრთნელი ჰყავს, რომელმაც ამ სრულიად ქაოსური ბიჭისგან ასეთი დახვეწილი მებრძოლი გამოძერწა — თან ისე, რომ თავისი სიგიჟე მაინც შეინარჩუნა — უბრალოდ გამაოგნებელია“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა. მიღებული დაზიანებების შემდეგ ქართველი მებრძოლი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს და რამდენიმე საათის წინ გაწერეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ათლეტურმა კომისიამ ილიას ბრძოლის გამართვა მინიმუმ 6 თვით აუკრძალა, 60 დღის განმავლობაში კი კონტაქტური ვარჯიშის ჩატარებასაც ვერ შეძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვერ ვიძინებდი, მისით მთელი საქართველო ამაყობს“ | მერაბმა გეიჯი-თოფურიაზე ისაუბრა
„ვერ ვიძინებდი, მისით მთელი საქართველო ამაყობს“ | მერაბმა გეიჯი-თოფურიაზე ისაუბრა