საქართველოს 20-წლამდე რაგბის ნაკრები
Aa
Aa

„აფრიკელებთან მოსაგებად გავალთ“ - მორაგბეების მიზანი უცვლელია

თბილისსა და ქუთაისში მიმდინარე რაგბის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებს დღეს ყველაზე სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს, რადგან ვიტო კოლელიშვილის მომზადებული გუნდის მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა იქნება. „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ პირველ ტურში უელსელებთან დასანანი მარცხი განიცადეს, რასაც წესით მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითად უნდა ემოქმედა, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა და ტურნირის მასპინძლები მეორე ტურის თამაშს საბრძოლო განწყობით ხვდებიან.

ლუკა ნარსია

უელსთან განცდილმა დასანანმა მარცხმა იმ მიზნის მიღწევა, რაც ტურნირის დაწყებამდე დავისახეთ, საგრძნობლად გაართულა, მაგრამ დადებითი განწყობა შენარჩუნებულია და სამხრეთ აფრიკასთან მოსაგებად გავალთ. აფრიკელებს უძლიერესი გუნდი ჰყავთ, მსოფლიოს ჩემპიონები არიან, მაგრამ თუ გეგმაზომიერად ვიმოქმედებთ და დისციპლინის მხრივ ყველაფერი წესრიგში გვექნება, მოგება შეუძლებელი ნამდვილად არ არის.

ლუკა ტაბატაძე

ის ემოციური ფონი და წნეხი, რაც უელსთან თამაშს თან სდევდა, მთლიანად მოხსნილი გვაქვს. გარდა ამისა, დისციპლინასთან დაკავშირებით გვქონდა სერიოზული პრობლემები და ვფიქრობ, აფრიკელებთან ამასაც გამოვასწორებთ და ვეცდებით გავიმარჯვოთ, ყოველ შემთხვევაში ჩვენ მოედანზე მოსაგებად გავალთ.

ცნობისათვის, ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სამხრეთ აფრიკელებმა ურუგვაელები 104:7 დაამარცხეს, რაც ამ ტურნირის ისტორიაში მეორე ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვებაა - ამაზე დიდი უპირატესობით 2013 წელს ინგლისელებმა ამერიკელები დაამარცხეს, როდესაც მეტოქეს 113:0 აჯობეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრინჯაო ალაფაზე - შვიდქალა მორაგბეთა ნაკრების წარმატება
ბრინჯაო ალაფაზე - შვიდქალა მორაგბეთა ნაკრების წარმატება