საქართველოს 20-წლამდე რაგბის ნაკრები
Aa
Aa

„ქართული რაგბის ისტორია უნდა დავწეროთ“ - კაპიტნის ოპტიმისტური განწყობა

27 ივნისიდან 18 ივლისამდე საქართველოში დიდი სარაგბო ზეიმი გაიმართება - ჩვენი ქვეყნის ორი ქალაქი, თბილისი და ქუთაისი მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრების დაწყებას საკმაოდ დიდი ამბიციებით ხვდებიან ტურნირის მასპინძლები - მართალია მოქმედი ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის, უელსისა და ურუგვაის სახით საკმაოდ ძლიერი მეტოქეები ეყოლებათ, თუმცა ვიტო კოლელიშვილის მომზადებული მორაგბეები უბრძოლველად არაფრის დათმობას არ აპირებენ, რაზეც მათი კაპიტნის ლუკა ნარსიას ნათქვამიც კარგად მეტყველებს, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ძალიან რთული და ამავდროულად ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ. ახალ ზელანდიასთან მოგებული საკონტროლო შეხვედრა დაგვეხმარება, რომ ამ ტურნირის მატჩებს თავდაჯერებულები შეხვდეთ - ჩვენი მიზანი ქართული რაგბის ისტორიის დაწერაა“.

შეგახსენებთ, რომ 20-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო ისტორიაში მეორედ მასპინძლობს და საერთო ჯამში 40 მატჩი ჩატარდება, საიდანაც ოცს - ქუთაისი და ოცს თბილისი უმასპინძლებს. პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უელსელებს დაუპირისპირდება და თამაში ავჭალის სტადიონზე 27 ივნისს, 18:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი ზელანდია დამარცხებულია | 20-წლამდე ბორჯღალოსნების ბრწყინვალე გამარჯვება
ახალი ზელანდია დამარცხებულია | 20-წლამდე ბორჯღალოსნების ბრწყინვალე გამარჯვება