მიხეილ შიოშვილი
Aa
Aa

5-მატჩიანი საოცარი სერია - შიოშვილის მორიგი მიღწევა

თბილისსა და ქუთაისში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების ლიდერი და წამყვანი მოთამაშე მიხეილ შიოშვილია, რომელმაც მთელ მსოფლიოს თავი ჯერ კიდევ საკლუბო მატჩების დროს გააცნო, როდესაც TOP 14-ში სადებიუტო სეზონშივე რამდენიმე მნიშვნელოვანი ლელო დადო.

20 წლის ქართველმა მორაგბემ ახალგაზრდული მსოფლიოს თასიც ბრწყინვალე დაიწყო და ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, უელსის ნაკრებთან შეხვედრაში, სადაც „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ დასანანი მარცხი იწვნიეს, მეტოქის ჩათვლის მოედანი ორჯერ აიღო, რითაც ყველა დროის რეკორდსმენი გახდა. შიოშვილი პირველი მორაგბეა, რომელმაც ამ ტურნირზე ლელო ზედიზედ ხუთ თამაშში დადო. წარმატებული სერია მიხეილმა შარშანდელ მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე ახალ ზელანდიასთან (19:38) მატჩში დაიწყო, რასაც იტალიასთან (19:19), ესპანეთთან (43:12) და შოტლანდიასთან (22:7) დადებული ლელოები მოჰყვა.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მიხეილ შიოშვილმა TOP 14-ში სადებიუტო სეზონი ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 9 მატჩი გამართა, საიდანაც ძირითადში მხოლოდ 4 დაიწყო და მინდორზე 390 წუთი გაატარა, მეტოქის ჩათვლის მოედნის 4-ჯერ აღება მაინც მოასწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნინიაშვილის ოფლოუდები და სიმბოლური - შიოშვილმა მორიგი ლელო დადო
ნინიაშვილის ოფლოუდები და სიმბოლური - შიოშვილმა მორიგი ლელო დადო