ილია სპანდერაშვილი
Aa
Aa

სპანდერაშვილის ლელო და ვალენს რომანის მარცხი - ოიონა მომდევნო ეტაპზეა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში რეგულარული გათამაშება დასრულდა და პლეი ოფების დრო დადგა. მეოთხედფინალურ დუელში „ოიონამ“ „ვალანს რომანს“ უმასპინძლა და მოწინააღმდეგე 25-ქულიანი სხვაობით, 39:14 დაამარცხა. მასპინძლების შემადგენლობაში ორმა ქართველმა იასპარეზა, სტუმართა შორის კი მხოლოდ ერთი იყო, რომელმაც ლელოს დადებაც მოახერხა.

საუბარი ილია სპანდერაშვილზე გვაქვს - მან თამაში „ვალანს რომანის“ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, შეუცვლელად იასპარეზა და 33-ე წუთზე მეტოქის ჩათვლის მოედანიც აიღო. 28 წლის ილიასთვის, რომელმაც 23 მატჩიდან 16 ძირითადში დაიწყო, ეს მიმდინარე სეზონში რიგით მესამე ლელო გახლდათ.

ამის შემდეგ მასპინძლებმა თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხეს და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს. „ოიონას“ წარმატებაში საკუთარი წვლილი ვანო კარკაძემ და ვასილ ლობჟანიძემაც შეიტანეს - პირველი მათგანი 62-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე შეხვედრაში 68-ე წუთიდან ჩაერთო.

ცნობისათვის, ლობჟანიძისა და კარკაძის „ოიონას“ მეტოქე პლეი ოფის მომდევნო, ნახევარფინალურ ეტაპზე „ვანი“ იქნება, რომლის ღირსებასაც მიხეილ ალანია იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩილაჩავას 204 მატჩი - გორგოძეს და ზირაქაშვილს ჩამორჩება
ჩილაჩავას 204 მატჩი - გორგოძეს და ზირაქაშვილს ჩამორჩება