საქართველოს 20-წლამდე რაგბის ნაკრები
Aa
Aa

ქამბექი მეორე ტაიმში და გამარჯვება ფიჯისთან | U20 მსოფლიო სერიები

სამხერ აფრიკულ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში პირველი შეხვედრა ფიჯის 20-წლამდე გუნდთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში, 29-23 გაიმარჯვა.

სახმრეთ აფრიკაში გამართული მატჩის პირველი ტაიმი უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ 12:20 დათმეს, თუმცა მეორე ნახევარში ბრწყინვალე თამაში აჩვენეს და მეტოქეს მხოლოდ 3 ქულა ააღებინეს, საპასუხოდ კი 17 აიღეს და საბოლოოდ, დამსახურებულადაც გაიმარჯვეს. განსაკუთრებით დაძაბული მატჩის ბოლო გამოდგა, სადაც ლელოს დადებისა და გარდასახვის გატანის შემთხვევაში გამარჯვებულები ფიჯელები დარჩებოდნენ, თუმცა ვიტო კოლელიშვილის გუნდმა გმირული დაცვის ხარჯზე მოახერხა მეტოქის შეტევების მოგერიება.

ჩვენმა გუნდმა მეტოქეს პირველ ნახევარში 1, მეორე ნახევარში მეტოქეს 3 უპასუხო ლელო დაუდო - თავი დათა არობელიძემ, გიორგი ზაზაძემ, ლევან ეზიეშვილმა და გაბრიელ რაზმაძემ გამოიჩინეს.

ვიტო კოლელიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას მასპინძელი სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ 30 მაისს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მრავალგზის ჩემპიონის მორიგი ტრიუმფი - ბილიარდში საუკეთესოები გამოვლინდნენ
მრავალგზის ჩემპიონის მორიგი ტრიუმფი - ბილიარდში საუკეთესოები გამოვლინდნენ