მრავალგზის ჩემპიონის მორიგი ტრიუმფი - ბილიარდში საუკეთესოები გამოვლინდნენ
Aa
Aa

მრავალგზის ჩემპიონის მორიგი ტრიუმფი - ბილიარდში საუკეთესოები გამოვლინდნენ

ბოლო პერიოდში ბილიარდი ჩვენ ქვეყანაში სულ უფრო პოპულარული ხდება და შიდა ტურნირების პარალელურად, თბილისში სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებები ტარდება. ამჯერად ასპარეზი საქართველოს ჩემპიონატს დაეთმო და გამარჯვებულ-პრიზიორები სპორტის ამ სახეობის ერთ-ერთ სანახაობრივ დისციპლინაში, პულში გამოვლინდნენ.

საუკეთესო შედეგი ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონმა თამარ ჯღარკავამ აჩვენა, რომელმაც ფინალში ტურნირის დებიუტანტი ნინი გოგლიძე დაამარცხა. მარიამ მურადაშვილმა და ანა კიზირიამ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. უნდა აღნიშნოს, რომ თითოეული შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად და სანახაობრივად წარიმართა და სათამაშო ხარისხიც წინა წლებში ჩატარებულ ტურნირებთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილი იყო.

ცნობისათვის, ბილიარდში საქართველოს ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროსა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბადმინტონის საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა - გამარჯვებულები 5 ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ
ბადმინტონის საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა - გამარჯვებულები 5 ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ