„განსაკუთრებულ დახვედრას არ ველოდები“ - მოურინიო ბერნაბეუზე დაბრუნებაზე
„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გულშემატკივრებს სეზონის პირველ საშინაო მატჩში გუნდის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
რა თქვა მოურინიომ:
„ეს პირველი საშინაო მატჩია, მაგრამ მხოლოდ ერთ-ერთი ცხრამეტიდან. თითოეული ქულა მნიშვნელოვანია. მიზანი გამარჯვებაა, მთელი პატივისცემის მიუხედავად მეტოქისადმი, რომელიც ამას იმსახურებს. ისინი ძალიან თვითმყოფადები არიან, შესანიშნავი შემადგენლობით. პრობლემებს შეგვქმნიან. „ესპანიოლთან“ მატჩში ვიგრძენი, როგორ უჭერენ მხარს გულშემატკივრები მეტოქეს და იმედი გვაქვს, რომ ხვალ ასე იქნება ჩვენი ფანების მხრიდანაც. იმედი მაქვს, გუნდი გამოავლენს გამარჯვების იმავე სურვილს, განწყობას, სიმტკიცეს, ძალასა და ცივსისხლიანობას.
არ ველოდები, რომ „ბერნაბეუ“ განსაკუთრებული წესით შემხვდება. მინდა, რომ გულშემატკივრებმა გუნდს მთელი თავისი ვნებით დაუჭირონ მხარი. გასულ სეზონში ისინი რთულ ეტაპს გადიოდნენ. ახლა ჩვენ ნულიდან არ ვიწყებთ.
მე არ ვარ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი. ძალმიძს ჩემი ემოციების კონტროლი და ნორმალურად მოქცევა მატჩში, რომელსაც ჩვეულებრივს ვერ ვუწოდებთ, რადგან სასწორზე სამი ქულაა. მსურს, გუნდმა თავი სხვანაირად იგრძნოს, ვიდრე გასულ სეზონში“.
ოთხშაბათს მადრიდული გუნდი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ლა ლიგის პირველი ტურის გადადებულ შეხვედრაში „რეალ სოსიედადს“ მიიღებს.