ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა - როგორია მუსიალას მდგომარეობა
გერმანული მედია მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელის, ჯამალ მუსიალას მდგომარეობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემა Kicker-ის ჟურნალისტის, გეორგ ჰოლცნერის ინფორმაციით მუსიალა სამედიცინო შტაბთან და კლუბთან ერთად აქტიურად მუშაობს, რათა მოედანზე რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს.
ამჟამინდელი მონაცემებით, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს მედიკამენტოზური მკურნალობა დაურეგულირდა და შესაძლოა, გუნდურ ვარჯიშებს ამ კვირაშივე დაუბრუნდეს. გარდა ამისა, მუსიალა შესაძლოა „შტუტგარტის“ წინააღმდეგ სათამაშოდაც ვიხილოთ.
გერმანელმა ფეხბურთელმა დღეს გუნდისგან განცალკევებით, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა, გუნდის ვარჯიშს კი შორიდან უყურა.
Jamal Musiala completed an individual training session at Säbener Straße today. He's expected to reintegrate team training relatively soon and step by step [@SkySportDE] pic.twitter.com/gtxvSWZeNQ
— Bayern & Germany (@iMiaSanMia) August 24, 2026
Jamal Musiala worked individually and then watched his teammates' training session at Säbener Straße today [???? Absolut Bayern/@tzmuenchen] pic.twitter.com/TbBqMyq54F
— Bayern & Germany (@iMiaSanMia) August 24, 2026
ცნობისთვის, ზედიზედ ორ ამხანაგურ მატჩში მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა. როგორც შეხვედრის შემდეგ თავად ფეხბურთელმა განაცხადა, მას დაუდგინდა „დროებითი, ხანმოკლე, თუმცა მარტივად სამართავი აბსენსური გულყრები, რომლებიც ნევროლოგიური დისფუნქციით არის გამოწვეული“. მისივე თქმით, ჯანმრთელობისთვის დამატებითი რისკები ამ შემთხვევაში არ არსებობს.