ჯამალ მუსიალა, ული ჰიონესი
Aa
Aa

„შოკირებული ვარ, რომ ეს 4 დღეში განმეორდა“ - ჰიონესი მუსიალაზე

მიუნხენის „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა გამოცემა RTL-თან ინტერვიუში ჯამალ მუსიალაზე ისაუბრა, რომელსაც „ბაიერნის“ ბოლო ორ ამხანაგურ მატჩში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.

„შოკირებული ვარ, რომ ეს 4 დღეში ისევ განმეორდა. ჩემი გაჩუმება ძალიან რთულია, მაგრამ ახლა უბრალოდ სიტყვებს ვერ ვპოულობ.

მთელი ღამე მუსიალაზე ვფიქრობდი. მას ყველაფერში დავუჭერთ მხარს. ნევროლოგებმა დაადასტურეს, რომ მაღალ დონეზე თამაშს ეს არანაირად არ ემუქრება.

ველოდებოდით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მუსიალას კარიერაში ახალი თავი დაიწყებოდა. თუმცა პირველსავე მატჩში ასეთი რამ მოხდა“, - ამბობს ული ჰიონესი.

ცნობისთვის, ზედიზედ ორ ამხანაგურ მატჩში მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა. როგორც გუშინდელი შეხვედრის შემდეგ თავად ფეხბურთელმა განაცხადა, მას დაუდგინდა „დროებითი, ხანმოკლე, თუმცა მარტივად სამართავი აბსენსური გულყრები, რომლებიც ნევროლოგიური დისფუნქციით არის გამოწვეული“. მისივე თქმით, ჯანმრთელობისთვის დამატებითი რისკები ამ შემთხვევაში არ არსებობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მუსიალა: “ეს ყველაფერი ნევროლოგიური დისფუნქციით არის გამოწვეული“
მუსიალა: “ეს ყველაფერი ნევროლოგიური დისფუნქციით არის გამოწვეული“