ზაალ გიგინეიშვილის პრემია კრისტალსპორტის გუნდს
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სპორტული ჟურნალისტების გალა-დაჯილდოებაც მოეწყო.
კრისტალსპორტის გუნდი ზაალ გიგინეიშვილის პრემიით დაჯილდოვდა, რომელიც ლეგენდარულმა ნონა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს დიმა შარიქაძეს, ირაკლი გოგვაძეს, მამუკა კუკულაძესა და ბასკი სხირტლაძეს გადასცა.
აღსანიშნავია, რომ სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ქართული სპორტული მედიისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბიძინა ბარათაშვილს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.
ღონისძიებას სპეციალური ვიზიტით საქართველოში მყოფი ევროპის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი მარკ ვენტულაკი დაესწრო.
გალა-დაჯილდოებაზე გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაშიც გამოვლინდნენ:
მიხეილ კაკაბიძის პრემია - ბიძინა ბარათაშვილი
კოტე მახარაძის პრემია - დიმა ობოლაძე
ნოდარ გუგუშვილის პრემია - ვაჟა დანელია
ეროსი მანჯგალაძის პრემია - ნინო გაბელია და მერაბ მამულაშვილი
გურამ თიკანაძის პრემია - ვარლამ გენგიური
ჯამლეტ ხუხაშვილის პრემია - ლაშა დვალიშვილი