„თუ ეს ერთი კვირით ადრე მოხდება, არმანი ბრძოლას არ დააზღვევს, უარს იტყვის“
თუ ჯასტინ გეიჯი თეთრ სახლში გასამართ ტურნირამდე ერთი კვირით ადრე ბრძოლიდან ჩაეხსნება, არმან ცარუკიანი ასეთ მოკლე ვადებში ოქტაგონზე გასვლაზე უარს იტყვის, - დარწმუნებულია ილია თოფურია.
„თუ გეიჯი ბრძოლამდე ერთი კვირით ადრე ჩაეხსნება, ცარუკიანი მის შეცვლაზე უარს იტყვის. ის არ იჩხუბებს. თუ მას ეტყვიან, რომ ჩემთან ერთკვირიანი შეტყობინებით იჩხუბოს, ის ამას არ იზამს. ის მხოლოდ აწონვაზე გამოჩნდება, რადგან ჩემს ბრძოლებზე ყოველთვის სათადარიგოდ ჰყავთ. ჩემი ბრძოლები მნიშვნელოვანია და არ უნდათ, რომ ჩაიშალოს, ამიტომ დაზღვევა სჭირდებათ. და ის გამოჩნდება აწონვაზე, რადგან მას ფულს უბრალოდ იმაში უხდიან, რომ წონას აფიქსირებს. ის ისეთი ბიჭია, რომელსაც ფული სჭირდება, სხვაგვარად მთელი დღეები არ იწუწუნებდა“,
- განაცხადა UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონაში ალვარო კოლმენეროსთან ინტერვიუში.
„ელ მატადორი“ ოქტაგონს 14 ივნისს, თეთრ სახლში გასამართ UFC-ის სადღესასწაულო ტურნირზე დაუბრუნდება, რომლის მთავარ მოვლენაშიც ჯასტინ გეიჯისთან გამაერთიანებელ ბრძოლას ჩაატარებს. მსუბუქი დივიზიონის რეიტინგის მეორე ნომერი, არმან ცარუკიანი როგორც უკვე აღვნიშნეთ, სატიტულო დაპირისპირებას დააზღვევს.