CIES-ის რჩეულები | ქართველი ფეხბურთელები სეზონის სიმბოლურ ნაკრებებში
CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ სხვადასხვა ჩემპიონატის სეზონის სიმბოლური ნაკრებები დაასახელა. ფეხბურთელების შესარჩევად სამი კრიტერიუმი იქნა გამოყენებული: მათ მიერ ნაჩვენები თამაშის დონე; მატჩების შედეგები, რომლებშიც მათ მონაწილეობა მიიღეს; სათამაშო დრო.
CIES-ის რეიტინგში რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი მოხვდა. საფრანგეთის ლიგა 1-ში „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩიეს. საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში ზურიკო დავითაშვილი შეიყვანეს.
ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ბომბარდირი, ოთარ კიტეიშვილი, რა თქმა უნდა, CIES-ის სიმბოლურ ნაკრებშია. ისრაელის ჩემპიონატში იგივე პატივი ლუკა გადრანს ერგო. იტალიის სერია B-ში — გიორგი კვერნაძეს, ჩეხეთში — ვახტანგ ჭანტურიშვილს.
ცნობისთვის, კვარაცხელიამ ლიგა 1-ის სეზონი 8 გოლითა და 4 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ზურიკოს ანგარიშზე 14 გოლი და 5 ასისტი გახლდათ. კიტეიშვილმა 15 გოლი და 5 ასისტი მიითვალა, ხოლო კვერნაძემ სეზონი 5 გოლითა და ამდენივე ასისტით