ვანო კარკაძე
Aa
Aa

ოთხი ქართული ლელო ერთ მატჩში - კარკაძემ დუბლი შეასრულა

საფრანგეთის PRO D2-ის რეგულარული გათამაშების ბოლოსწინა, 29-ე ტურში ქართველი მორაგბეებისთვის განსაკუთრებულად წარმატებული „ნევერი“ – „ოიონას“ (26:47) შეხვედრა გამოდგა, სადაც ოთხი ქართული ლელო გავიდა, აქედან დუბლი ვანო კარკაძემ შეასრულა, ხოლო თითოჯერ მეტოქის ჩათვლის მოედანი ლუკა პეტრიაშვილმა და რატი ზაზაძემ აიღეს.

„ნევერის“ სასტარტოში 2 და 6 ნომრის პოზიციაზე მატჩი ლუკა პეტრიაშვილმა და რატი ზაზაძემ დაიწყეს, ხოლო „ოიონას“ ძირითადში ასევე 2 ნომერზე ვანო კარკაძე გახლდათ გამწესებული. ანგარიში მე-14 წუთზე სწორედ კარკაძემ გახსნა, რომელმაც მასპინძლების ჩათვლის მოედანი საოცარი ფიზიკური მონაცემების ხარჯზე აიღო. ზუსტად თერთმეტ წუთში „ნევერის“ მოწოდებული აუტის შემდეგ აგორებული მიწოლა ლელოთი პეტრიაშვილმა დაასრულა, ხოლო პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე რატი ზაზაძემ მასპინძლები შესვენებაზე ხუთქულიანი უპირატესობით გაიყვანა. მეორე ნახევრის დაწყებიდან თოთხმეტი წუთი იყო გასული, როდესაც კარკაძემ მეორე ლელო დადო, დუბლი შეასრულა და მწვრთნელმა მაშინვე შეცვალა.

ცნობისათვის, „ოიონას“ რიგებში კარკაძის გარდა ვასილ ლობჟანიძემაც იასპარეზა, რომელიც მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო „ნევერის“ შემადგენლობაში 54-ე წუთიდან ლაშა ფხაკაძე ვიხილეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპანდერაშვილის გადამწყვეტი ქმედება - ქართველების ლელოები PRO D2-ში
სპანდერაშვილის გადამწყვეტი ქმედება - ქართველების ლელოები PRO D2-ში