ნოიერი, მუსიალა, ვირცი და სხვები - ნაგელსმანმა შემადგენლობა დაასახელა
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.
განაცხადს მიღმა დარჩა „ბარსელონას“ მიერ „ჟირონაში“ განათხოვრებული მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, მილანის „ინტერის“ მცველი იან ბისეკი, „დორტმუნდის“ ფორვარდი კარიმ ადეიემი და სხვები.
მეკარეები: ოლივერ ბაუმანი (ჰოფენჰაიმი), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), ალექსანდრ ნუბელი (შტუტგარტი)
დაცვა: ვალდემარ ანტონი (დორტმუნდი), ნათანიელ ბრაუნი (აინტრახტი), პასკალ გროსი (ბრაიტონი), იოზუა კიმიხი (ბაიერნი), ფელიქს ნმეჩა (დორტმუნდი), ალექსანდარ პავლოვიჩი (ბაიერნი), დავიდ რაუმი (ლაიფციგი), ანტონიო რუდიგერი (რეალი), ნიკო შლოტერბეკი (დორტმუნდი), ანჯელო სტილერი (შტუტგარტი), ჯონათან ტა (ბაიერნი), მალიკ ტიაუ (ნიუკასლი).
ნახევარდაცვა/შეტევა: ნადიმ ამირი (მაინცი), მაქსიმილიან ბაიერი (დორტმუნდი), ლეონ გორეცკა (ბაიერნი), კაი ჰავერცი (არსენალი), ლენარტ კარლი (ბაიერნი), ჯეიმი ლეველინგი (შტუტგარტი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ლეროი სანე (გალათასარაი), დენიზ უნდავი (შტუტგარტი), ფლორიან ვირცი (ლივერპული), ნიკ ვოლტემადე (ნიუკასლი).
Gemeinsam für Deutschland: Unser Kader für die WM 2026! ????❤️????#dfbteam #fifaworldcup2026 pic.twitter.com/zaxWgXsGGv
— DFB-Team (@DFB_Team) May 21, 2026
ცნობისთვის, გერმანიის ნაკრები E ჯგუფშია და მისი მეტოქეები კიურასაო, კოტ'დ-ივუარი და ეკვადორი არიან.