კონფერენს თასი - თბილისის დინამომ ასპარეზობა 4 წაგებით დაასრულა
წყალბურთის კონფერენს თასის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში თბილისის დინამომ სეტეს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 14:16 დამარცხდა.
პირველი ტაიმი თბილისურმა გუნდმა დიდებულად დაიწყო. პირველი და მეორე მეოთხედები 4:2 მოიგო, ჯამში კი 8:4.
მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. სტუმრები გააქტიურდნენ. მესამე მეოთხედი სეტემ 7:4, ხოლო ბოლო მეოთხედი 5:2 მოიგო.
თბილისელთა მხრიდან საუკეთესო საბა ტყეშელაშვილი იყო, რომელმაც თავი 5 გოლით დაგვამახსოვრა. 3-3 გოლი ნიკოლოზ ბუცანმა და რეზი იმნაიშვილმა გაიტანეს. ნიკოლოზ ყურაშვილმა დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი გოლით დრაგან დრაშკოვიჩი გამოირჩა.
ცნობისთვის, თბილისის დინამოსთვის კონფერენს თასი დასრულდა. სამწუხაროდ, ჩვენებურებმა ოთხიდან ოთხივე მატჩი წააგეს. გაიტანეს 40 და გაუშვეს 57 გოლი.