როგორია ნინიაშვილის მდგომარეობა - LEquipe ახალ ინფორმაციას ავრცელებს
გავლენიანი ფრანგული გამოცემა LEquipe საქართველოს ნაკრების მორაგბის, დავით ნინიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
LEquipe „ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელის, პიერ-ანრი ბრონკანის კომენტარზე დაყრდნობით წერს, რომ ქართველი მორაგბე თავს კარგად გრძნობს და მოედანს მალე დაუბრუნდება.
„სერიოზული და საგანგაშო არაფერია“, - დასძინა მწვრთნელმა და დააზუსტა, რომ ჩილეში, სანტიაგოში გამართული მატჩის მომდევნო დღეს ნინიაშვილი „ტკივილს აღარ გრძნობდა“.
დავით ნინიაშვილმა ტრავმა მსოფლიო რაგბის ერთა თასის დასკვნით მატჩში, ჩილეს მე-2 წუთზე მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ის მატჩი „ბორჯღალოსნებმა“ 49:22 მოიგო.