ცხოვრებაძემ ბარსას 5 გოლი გაუტანა | ზაგრები 2 ქულით აუტსაიდერია
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის მორიგ შეხვედრაში ბარსელონამ ზაგრებს 46:26 მოუგო. გამარჯვებულთა შორის ქართველმა ხელბურთელმა გიორგი ცხოვრებაძემ, რომელიც გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება, 5 გოლი გაიტანა. მატჩის გამორჩეულ მომენტებში ცხოვრებაძის 2 გოლი მოხვდა.
12 ტურის შემდეგ B ჯგუფში მაგდებურგი 23 ქულით პირველზეა, ბარსელონას აქტივში 22 ქულაა, ზაგრების 2 ქულით ბოლო, მერვე პოზიციაზეა. მომდევნო ტურში, 4 მარტს ზაგრების ვისლა პლოცკს მიიღებს.