ნიკა ამაშუკელი
Aa
Aa

6 ერი | ამაშუკელი საფრანგეთი - ინგლისსის დაპირისპირებას განსჯის

6 ერის ეგიდით, 15 მარტს, ერთმანეთს ინგლისი და საფრანგეთი დაუპირისპირდებიან. აღნიშნულ დაპირისპირებას კი ზედიზედ მეორედ ნიკა ამაშუკელი გაუძღვება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის  Le crunch ქართველმა არბიტრმა განსაჯა. აღნიშნული დაპირისპირება შარშან თებერვალში, ლონდონში გაიმართა და ინგლისმა 26:25 გაიმარჯვა.

წელს კი ნიკა ამაშუკელი პარიზში გაემგზავრება. მისი დამხმარე ირლანდიელი ენდრიუ ბრეისი იქნება.

ცნობისთვის, მიმდინარე 6 ერზე ნიკა ამაშუკელმა ერთი მატჩი უკვე იმსაჯა. ქართველი არბიტრი შოტლანდიის და ინგლისის დაპირისპირებას გაუძღვა.

ასევე გეტყვით, რომ ამაშუკელი მთავარი მსაჯის დამხმარედ 6 მარტს ირლანდიისა და უელსის მატჩზე იმუშავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დისციპლინის გადაცდომა და მარტივი შეცდომები - ამაშუკელი იაპონიასთან მარცხის მიზეზებზე
დისციპლინის გადაცდომა და მარტივი შეცდომები - ამაშუკელი იაპონიასთან მარცხის მიზეზებზე