დაჩი პაპუნაშვილი
Aa
Aa

მეხუთე ლელო სეზონში - პაპუნაშვილის ბრწყინვალე მოქმედება

დაჩი პაპუნაშვილი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს - 24 წლის ქართველი მორაგბე PRO D2-ში „ორიაკის“ ღირსებას იცავს და ტური ისე არ გავა, გულშემატკივარს თავი შედეგიანი თუ არა, ეფექტური თამაშით არ დაამახსოვროს. ამჯერადაც ასე მოხდა - მართალია მისი გუნდი სტუმრად „კარკასონთან“ 21:23 დამარცხდა, თუმცა დაჩის ამაში ყველაზე ნაკლები ბრალი მიუძღვოდა.

პაპუნაშვილი შეხვედრაში 52-ე წუთზე ჩაერთო და მოედანზე შემოსვლიდან ათ წუთში ეფექტური დრიბლინგი მეტოქის ჩათვლის მოედნის აღებით დაასრულა. დაჩიმ ჯამში 28 წუთი იასპარეზა და ლელოს გატანის გარდა, ერთი წარმატებული ბოჭვაც შეასრულა, რითაც მოწინააღმდეგის სახიფათო იერიში გაანეიტრალა. შედეგად, ლელოების გარდა, საჯარიმოებსა და გარდასახვებსაც თუ მივიღებთ მხედველობაში, ახალგაზრდა ქართველი მორაგბის ანგარიშზე 108 ქულაა.

ცნობისათვის, იმავე დროს, ანუ 52-ე წუთზე, პაპუნაშვილის გარდა მოედანზე კიდევ ოთხი ქართველი მორაგბე გამოჩნდა - „კარკასონის“ რიგებში სათამაშო დრო ნიკოლოზ ნარმანიას, ხოლო „ორიაკის“ შემადგენლობაში ლუკა ნიორაძეს, ირაკლი მჭედლიძესა და გიორგი ქართველიშვილს მიეცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი ადგილი და საშინაო ნახევარფინალი - ბორჯღალოსნებმა ესპანეთი დაამარცხეს
პირველი ადგილი და საშინაო ნახევარფინალი - ბორჯღალოსნებმა ესპანეთი დაამარცხეს