ცინცაძის 9 სეივი და კალანდაძის 10 შედეგიანი მოქმედება - ხელბურთელების წარმატებული მატჩები
ისევე როგორც ბოლო პერიოდში ხშირად ხდება, ამჯერადაც ქართველმა ხელბურთელებმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატებში თავი შედეგიანი და გამორჩეული მატჩებით დაგვამახსოვრეს. განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება კი საქართველოს ნაკრების სამმა წევრმა, ზურაბ ცინცაძემ, გიორგი დიხამინჯიამ და ნიკოლოზ კალანდაძემ დატოვეს.
საფრანგეთის სტარლიგის მორიგ ტურში „პროვან-ექსმა“ სტუმრად „ტულუზა“ 4-ბურთიანი სხვაობით 29:25 დაამარცხა, ხოლო გამარჯვებულთა რიგებში 6 გოლითა და 4 ასისტით თავი ნიკოლოზ კალანდაძემ გამოიჩინა, რომელიც მძიმე ტრავმის შემდეგ აქტიურ სპორტს ახლახანს დაუბრუნდა. 8 ბურთი გაიტანა გიორგი დიხამინჯიამ ისლანდიის პირველობაში, სადაც ის „აკიურერის“ „რეიკიავიკის“ (41:36) ძლევაში დაეხმარა. „ლეგიონოვომ“ კი პოლონეთის ჩემპიონატში პირველი მოგება გაიფორმა, რაშიც ზურაბ ცინცაძეს დიდი წვლილი მიუძღვის - „გუარდიასთან“ (28:33) მატჩში საქართველოს ნაკრების მეკარის აქტივში 9 სეივია.
შეგახსენებთ, რომ იანვარში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, სადაც ტიტე კალანდაძის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე შვედეთი, ხორვატია და ნიდერლანდები იქნება.