გიორგი ცხოვრებაძე
Aa
Aa

გიორგი ცხოვრებაძე კარიერას ზაგრებში გააგრძელებს

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე ხორვატიის ჩემპიონ „ზაგრებში“ ითამაშებს – ინფორმაციას handball-world.news-ი ავრცელებს.

„ხორვატიის ჩემპიონმა „ზაგრებმა“ ახალი სეზონისთვის გუნდის დაკომპლექტება გიორგი ცხოვრებაძის ტრანსფერით დაასრულა, რომელიც გუნდში გერმანული „გუმერსბახიდან“ გადავიდა.

იგორ კარაჩიჩის შემდეგ მეორე დიდი სახელი, ვინც ახალ სეზონში „ზაგრებში“ ითამაშებს, საქართველოს ნაკრების ლიდერი გორგი ცხოვრებაძეა. 23 წლის მოთამაშე ხორვატული გუნდის თამაშს სიახლეს, სისწრაფესა და გოლების გატანის შესაძლებლობას შესძენს.

ანდრია ნიკოლიჩის სამწვრთნელო შტაბს ახალ სეზონში ქართველი ხელბურთელის დიდი იმედი აქვს“, – წერს გამოცემა ცხოვრებაძის ტრანსფერზე.

ახალ სეზონში „ზაგრები“, ხორვატიის ჩემპიონატთან ერთად, ჩემპიონთა ლიგაშიც ითამაშებს, სადაც პირველ მატჩს 11 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიაში „პელისტერის“ წინააღმდეგ ჩაატარებს – გიორგი ცხოვრებაძე პირველი ქართველი ხელბურთელი გახდება, ვინც ამ პრესტიჟულ ტურნირში ითამაშებს.

1TV

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები