ვასილ გამეზარდაშვილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვიცეჩემპიონია
ვასილ გამეზარდაშვილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვიცეჩემპიონია.
ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივეში გამარჯვება 100-ქულიანი შეფასებით მოიპოვა, ფინალში კი, სერბ ველიკო ვარნიჩიჩთან, ბოლო წუთზე გაშვებული იუკოთი დამარცხდა და ვერცხლის მედალი აიღო.
კიდევ ერთი მედალი მოიპოვა გიორგი მუმლაძემ.
ის ოლიმპიურ ფესტივალზე მერვედფინალური ეტაპიდან ჩაერთო, პირველ ორ მატჩი აზერბაიჯანელი ამინ მეჰდიევი და შვეიცარიელი სულეიმან რიჩნერი დაამარცხა, ნახევარფინალში უკრაინელ მიხაილო სოლიანიკთან იუკოთი დათმო შეხვედრა, ხოლო ბრინჯაოს ფინალში, სლოვენიელი ალექს კრივეჩი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.