კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ზღვის დონიდან 4150 მეტრზე | ბრაზილიას ამ სიმაღლეზე არასდროს უთამაშია

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას სტუმრად გამართავს. „სელესაო“ ბოლივიას დაუპირისპირდება და მატჩი „ესტადიო მუნისიპალ დე ელ ალტოზე“ გაიმართება. კარლო ანჩელოტის გუნდი შეხვედრისთვის განსაკუთრებულად ემზადება.

„ესტადიო მუნისიპალ დე ელ ალტო“ ზღვის დონიდან 4150 მეტრზე მდებარეობს და ბრაზილიის ეროვნულ გუნდს ამ სიმაღლეზე არასდროს უთამაშია. ანჩელოტი გამოცდილი ადამიანების იმედადაა და აღიარა კიდეც, რომ წარმოდგენა არ აქვს, რის გაკეთებაა საჭირო.

„ამ საკითხთან მიმართებით დიდი გამოცდილება არ მაქვს. ასეთ სიმაღლეზე მხოლოდ ერთხელ მითამაშია, 86 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, რომ ბრაზილიის ნაკრებს ბევრი ასეთი შეხვედრა აქვს გამართული“, - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

„პენტაკამპეონებს“ კონკრეტული გეგმა აქვთ შემუშავებული, რათა პრობლემები არ შეექმნათ. „სელესაო“ ბოლივიის ქალაქ სანტა კრუს დე ლა სიერაში ჩავიდა, რომელიც ზღვის დონიდან 400 მეტრზე მდებარეობს და ღამე იქ გაათია. ანჩელოტი და კომპანია ელ ალტოში მატჩამდე სამი საათით ადრე ჩავლენ, რათა სიმაღლის დაავადების პრობლემები მინიმუმადე დაიყვანონ.

„სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ სპორტსმენები სიმაღლის მატების ეფექტსა და გავლენას ჩასვლიდან ექვსი საათის შემდეგ გრძნობენ. ჩვენი სტრატეგიაა, სიმაღლის დაავადებასთან დაკავშირებული პრობლემები მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - განაცხადა „სელესაოს“ ფიზიოლოგმა გილერემა პასოსმა. ბრაზილიისა და ბოლივიის ნაკრებების მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით, 03:30-ზე დაიწყება. ბოლივიას გამარჯვება ესაჭიროება, რათა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი შეინარჩუნოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ამიტომ მოხდა“ - საზონოვის მამამ ხეტაფეში ჩაშლილი ტრანსფერის მიზეზი გაამხილა
„ეს ამიტომ მოხდა“ - საზონოვის მამამ ხეტაფეში ჩაშლილი ტრანსფერის მიზეზი გაამხილა