მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, შონ ომალი, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

„სენდჰეგენსაც საკუთარ ტემპს მოახვევს თავს“ - იანი დვალიშვილზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ექსჩემპიონმა და რეიტინგის მესამე ნომერმა, პიოტრ იანმა „მედია დღის“ ფარგლებში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და მერაბ დვალიშვილზეც ისაუბრა.

რა თქვა იანმა:

„მერაბისა და ომალის მეორე ბრძოლაში ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც მოსალოდნელი იყო. „შუგამ“ ვერც პირველ ჯერზე შეძლო მერაბისთვის პრობლემების შექმნა და ვერც მეორეზე. ომალისთან რემატჩი ახლა არ მაინტერესებს - ჩემი მიზნები მაქვს, რაც ტიტულს უკავშირდება, მაგრამ თუ ჩვენი გზები ტიტულისკენ გზაზე გადაიკვეთება, მაშინ ეს სულ სხვა საკითხია. 

დვალიშვილი-სენდჰეგენი? საინტერესო ბრძოლა იქნება, დიდი ინტერესით ველოდები და მზად ვარ, ეს ბრძოლა დავაზღვიო. ვფიქრობ, მერაბი ისევ მოახვევს თავს მეტოქეს საკუთარ ტემპს და ზეწოლას. კორი საინტერესო მებრძოლია და მასაც აქვს გამარჯვების შანსები.

რას შევცვლიდი მერაბთან პოტენციურ რემატჩში? ეს ჩხუბი არა მხოლოდ სატიტულო, არამედ სპორტული თვალსაზრისითაც მაინტერესებს, ვინაიდან მესმის, რომ 5-რაუნდიანი ბრძოლის განმავლობაში მარჯვენა ხელით მხოლოდ 4 დარტყმა მქონდა და ბევრი რამ არ გამომივიდა. იმედია, მარკუს მაკგის გამაჯერებლად დავამარცხებ და სატიტულო ჩხუბს დავიმსახურებ.

ვერ დავეთანხმები უმარს ნურმაგომედოვს, რომ მერაბს მხოლოდ მეტოქეების გადაყვანა შეუძლია და მეტს ვერაფერს აკეთებს. არც თვითონ უმარია ძალიან მრავალმხრივი მებრძოლი. ის, რასაც დვალიშვილი აკეთებს, მუშაობს და მას ჯერჯერობით ვერავინ ვერაფერი დაუპირისპირა“.

ცნობისთვის, იანი მომდევნო ბრძოლას 26 ივლისს, აბუ-დაბიში გამართავს. მისი მეტოქე რეიტინგის მე-12 ნომერი, მარკუს მაკგი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რუსეთში სპორტის ოსტატის დონეზე ვერ იჩხუბებს“ - იანმა თოფურიაზე ისაუბრა
„რუსეთში სპორტის ოსტატის დონეზე ვერ იჩხუბებს“ - იანმა თოფურიაზე ისაუბრა