ილია თოფურია, პიოტრ იანი
Aa
Aa

„რუსეთში სპორტის ოსტატის დონეზე ვერ იჩხუბებს“ - იანმა თოფურიაზე ისაუბრა

UFC-ის რუსმა მებრძოლმა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, პიოტრ იანმა Sport-Express-თან ინტერვიუს დროს ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და მასთან შესაძლო ჩხუბის სცენარი განიხილა.

რას ამბობს იანი:

„ცხადია, რომ თოფურია ძლიერი მებრძოლია და კარგი უნარები აქვს. ვფიქრობ, რომ მას ისეთი მოწინააღმდეგეები ჰყავდა, რომელთა გათიშვაც მარტივად შეეძლო. არის თუ არა სპორტის ოსტატი რუსული სტანდარტებით? შეიძლება... მაგრამ რუსეთში სპორტის ოსტატის დონეზე კონკურენციას ვერავის გაუწევს. UFC-ში, მაგალითი რომ მოვიყვანოთ, როგორ მებრძოლებს მოუგო ნოკაუტით? ჰოლოუეის? კარგი, ის მოძრაობს, მეტოქეს წნეხში აქცევს და ურტყამს, როდესაც სუნთქვას ინარჩუნებს, ძლიერად ურტყამს. ჰოლოუეის მასთან დისტანციის შენარჩუნებისთვის საკმარისი მცდელობა არ ჰქონია და თავისი სამუშაოც ვერ შეასრულა. თუ ჰოლოუეი თოფურიასთან ბრძოლისთვის სწორად მოემზადება და სწორად დადგება, მაშინ მის დამარცხებას შეძლებს“.

„როგორ ვიჩხუბებდი თოფურიასთან? ამის აზრზს ვერ ვხედავ და ამას ფანტაზიაშიც ვერ წარმოვიდგენ, მე ჩემი ამოცანები მაქვს. ზოგადად, მჯერა, რომ ნებისმიერი მებრძოლის დამარცხემა შემიძლია.“

ილია თოფურიამ რამდენიმე კვირის წინ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბში ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები