ილია თოფურია, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჯეკ დელა მადალენა
Aa
Aa

„დელა მადალენა თუ თოფურია?“ | რა თქვა ხაბიბმა ილიაზე

UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, ხაბიბ ნურმაგომედოვი The Hustle Show-ს პოდკასტის სტუმარი იყო. „არწივმა“ ბევრ თემაზე ისაუბრა და ილია თოფურიასა და ჯეკ დელა მადალენაზეც გააკეთა კომენტარი.

„ვფიქრობ, ჯეკ დელა მადალენა ისლამ მახაჩევის კარიერაში ურთულესი მეტოქეა. დელა მადალენა ფიზიკურად თოფურიაზე ორჯერ დიდია. უფრო მაღალია, ძლიერი ფეხებით გამოირჩევა და ილიაზე ცუდი კრივი ნამდვილად არ აქვს. ისლამს თოფურიასთან ან დელა მადალენასთან ჩხუბისთვის რომ ვამზადებდე, დელა მადალენაზე უფრო ვინერვიულებდი.“

სხვათა შორის, ნურმაგომედოვს თოფურიასა და კონორ მაკგრეგორზეც ჰკითხეს. „არწივმა“ აღნიშნა, რომ ილია ირლანდიელი მებრძოლის გზას არასდროს გაუყვება, რადგან „კარგი ბიჭია“. ხაბიბის თქმით, თოფურიასა და მახაჩევის პოტენციური ჩხუბი მისი და კონორის დაპირისპირებასთან ახლოს ვერ მივა, რადგან ეს ორთაბრძოლა სპორტის ფარგლებს არ გასცდება.

ცნობისთვის, მახაჩევისა და დელა მადალენას ჩხუბი დააანონსებულია და ისლამი ქვესაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დასაკუთრებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ილია და ისლამი ამჟამად ყველაზე ძლიერები არიან“ - ხაბიბ ნურმაგომედოვი
„ილია და ისლამი ამჟამად ყველაზე ძლიერები არიან“ - ხაბიბ ნურმაგომედოვი