„ილია და ისლამი ამჟამად ყველაზე ძლიერები არიან“ - ხაბიბ ნურმაგომედოვი
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ექსჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა პოდკასტ HUSTLE SHOW-ს ეთერში ილია თოფურიაზე ისაუბრა.
რა თქვა „არწივმა“:
„ვიხილავთ თუ არა მომავალში ისეთ დაპირისპირებას, როგორიც მე და კონორ მაკგრეგორს გვქონდა? ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავ. მახაჩევი და თოფურია? არა, ის კარგი ბიჭია. ცდილობს, სხვა იმიჯი შეიქმნას, მაგრამ ეს ძალიან კარგად ჩანს. ასეთი ჩხუბის მიმართ ინტერესი შეიძლება არსებობდეს - ეს არის განსხვავებული სტილების დაპირისპირება, ჩემპიონების ჩხუბი, მაგრამ ეს სულ სხვა საქმეა და თანაც, ისლამიც ძალიან კარგი ბიჭია.
თოფურია ავითარებს ამ ხაზს და UFC შეეცდება, აქედან მაქსიმუმი გამოიღოს, ეს ხომ პრომოუშენია. რა თქმა უნდა, ილია და ისლამი ამჟამად ყველაზე ძლიერები არიან, საუკეთესო ხუთეულში დამსახურებულად შედიან, მაგრამ ამ სპორტის ფარგლებს გარეთ ეს დაპირისპირება არ გავა, როგორც ეს ჩემი და კონორის ჩხუბის დროს მოხდა“.
ცნობისთვის, ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის ჩხუბი 2018 წელს გაიმართა და რუსი მებრძოლის გამარჯვებით დასრულდა. ამ ჩხუბს წინ უძღოდა დაპირისპირების გრძელი ისტორია, ხოლო ბრძოლის დასრულების შემდეგ ორივე მებრძოლის სეკუნდანტების მონაწილეობით ოქტაგონში ხელჩართული ჩხუბი გაიმართა.