კრისტალ პალასი, ჯონ ტექსტორი
Aa
Aa

უეფამ კრისტალ პალასს ევროპა ლიგაზე თამაში აუკრძალა

უეფამ კრისტალ პალასს ევროპა ლიგაზე თამაში აუკრძალა. ინფორმაცია ამის შესახებ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„კრისტალ პალასმა“, როგორც ინგლისის თასის გამარჯვებულმა, ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა, თუმაც იმის გამო, რომ კლუბის მთავარი აქციონერი ჯონ ტექსტორი „ლიონის“ აქციების საკონტროლო პაკეტსაც ფლობს, „არწივები“ მომავალ სეზონში არა ევროპა ლიგაზე, არამედ კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ.

როგორც ცნობილია, ფინანსური პრობლემების გამო „ლიონს“ ლიგა 2-ში დაქვეითება ემუქრებოდა, თუმცა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ გიორგი მიქაუტაძის გუნდი ლიგა 1-ში დარჩა და ევროპა ლიგაზე თამაშის უფლებაც შეინარჩუნა, უეფამ გადაწყვიტა, რომ ეს ორი კლუბი ერთ ტურნირზე ვერ ითამაშებდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტექსტორმა „კრისტალ პალასში“ თავისი 43%-იანი წილი „ნიუ იორკ ჯეტსის“ მფლობელ ვუდი ჯონსონზე 190 მილიონ გირვანქად გაასხვისა. თუმცა უეფამ გადაწყვიტა, რომ კრისტალ პალასი ევროპა ლიგაზე მაინც ვერ ითამაშებდა, ვინაიდან 1 მარტს კლუბს ჯერ კიდევ ტექსტორი ფლობდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ უეფა „კრისტალ პალასს“ ევროპა ლიგაზე არ დაუშვებს, გათავისუფლებულ ადგილს „ნოტინგემ ფორესტი“ დაიკავებს, რომელსაც კონფერენს ლიგაზე უნდა ეთამაშა, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლიონს დაეხმარა - პსჟ-მ ბარკოლას სატრანსფერო ღირებულება მთლიანად დაფარა
ლიონს დაეხმარა - პსჟ-მ ბარკოლას სატრანსფერო ღირებულება მთლიანად დაფარა