არინა საბალენკა
Aa
Aa

საბალენკას ისევ აკრიტიკებენ | მიზეზი წაგების შემდეგ გაკეთებული განცხადებაა

უიმბლდონის ქალთა თანრიგის ნახევარფინალში არინა საბალენკა ამანდა ანისიმოვას დაუპირისპირდა. ტურნირის მთავარი ფავორიტი დიდი სლემის გათამაშებას გამოეთიშა და ანისიმოვამ სამ სეტში მოიგო — 6:4, 4:6, 6:4.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საბალენკამ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა განცხადება გააკეთა, რომლის გამოც სოციალურ ქსელებში დიდი კრიტიკა დაიმსახურა.

„გათამაშებებისას ბურთამდე მისვლას ვცდილობდი, ის კი უკვე ზეიმობდა — ეს ძალიან ადრე იყო. მოგვიანებით, როცა თქვა, რომ ყოველთვის ასე იქცევა, ძალიან გამაბრაზა. თუმცა, ამავდროულად მისი მადლიერიც ვიყავი, რადგან ამ სიტყვების შემდეგ საკუთარ თავს ვუთხარი: „კარგი, ახლა ნამდვილ ჩოგბურთს გაჩვენებ.“

თამაშში დავბრუნდი და ანგარიში გავათანაბრე. მესამე სეტში რომ გამეხსენებინა მისი სიტყვები, შესაძლოა, ეს დამხმარებოდა, მაგრამ რაც არის, ეგ არის. ვიცი, როგორ უნდა ვეთამაშო, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ბალახის საფარი მისი სტილის წინააღმდეგ თამაშს მირთულებს.“

საბალენკას ეს განცხადება ფართო კრიტიკის ობიექტი გახდა. ბევრის აზრით, არინა თავად არის ის, ვინც მატჩების დროს ყველაზე ხმამაღლა ყვირის და ხშირად მეტოქესაც უშლის ხელს. გამომდინარე აქედან, მას არ აქვს უფლება, სხვების ქმდებებს გაუსვას ხაზი. საბალენკა კრიტიკის ქვეშ როლან გაროსის შემდეგაც მოექცა, როცა კოკო გაუფზე განაცხადა, რომ თამაშის წაგება კოკოს დამსახურება არ ყოფილა და საკუთარი შეცდომების გამო დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დენა უაითი: თუ ეს მოხდა, ჩვენ ილიასა და ისლამის სუპერბრძოლა გველის
დენა უაითი: თუ ეს მოხდა, ჩვენ ილიასა და ისლამის სუპერბრძოლა გველის