დენა უაითი: თუ ეს მოხდა, ჩვენ ილიასა და ისლამის სუპერბრძოლა გველის
UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა FULL SEND PODCAST-ში სტუმრობისას ბევრ თემასთან ერთად ილია თოფურიას შესახებაც ისაუბრა და საინტერესო განცხადებაც გაავრცელა, რომელიც მახაჩევი-თოფურიას საოცნებო ბრძოლას ეხება.
„კიდევ ერთი გრანდიოზული ბრძოლა იქნება ილია თოფურია ისლამ მახაჩევთან... თუმცა მეორე საკითხია ისლამის წონით კატეგორიაში აღზევება - და თუ ისლამი იქ ტიტულს მოიგებს, მაშინ ეს მყისვე მოხდება: ჩვენ გვექნება სუპერბრძოლა მასსა და ილიას შორის.
უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ერთი რამაა, როცა მედიას უყვარს ჯდომა და ამ ბრძოლებზე წინასწარ საუბარი - ჰიპოთეტურად, რაც ჯერ რეალობაში არ არსებობს.
მაგრამ მე ჰიპოთეტურობა არ მიზიდავს. ეს უბრალოდ ის ვარიანტებია, რაც შეიძლება გამოგვივიდეს, თუ ყველაფერი ასე განვითარდა... მაგრამ წინასწარ ვერასდროს გაიგებ რა მოხდება“.
- განაცხადა დენა უაითმა.
Dana White on Ilia Topuria vs Islam Makhachev:
— Championship Rounds (@ChampRDS) July 10, 2025
“If Islam wins the title, you immediately have a super fight with him and Ilia.” ????
???? @fullsendpodcast #UFC #MMApic.twitter.com/UOGGbaqNGg
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ უკვე არაერთხელ განაცხადა - მას მახაჩევთან ბრძოლა სურს. თუ, ისლამი დელა მადალენას დაამარცხებს, ილია მზადაა ქვესაშუალო წონაში ავიდეს და დაღესტნელი იქ სცემოს.