ისლამ მახაჩევი, დასტინ პორიე, ჯეკ დელა მადალენა
Aa
Aa

„მასთან გამუდმებით უნდა იმოძრაო, თორემ დამანგრეველი ხდება“ - პორიეს რჩევები მადალენას

ისლამ მახაჩევის რეალური ძალის შესახებ ბუნებრივია ყველაზე კარგად იმ მებრძოლებმა იციან, რომელთაც მის წინააღმდეგ უბრძოლიათ და მსუბუქ წონით დივიზიონში დაღესტნელის მოწინააღმდეგეები იყვნენ. მათ რიგებს განეკუთვნება დასტინ პორიე, რომლის დამარცხებითაც ისლამმა საჩემპიონო ქამარი რიგით მესამედ დაიცვა.

სწორედ „ბრილიანტთან“ ინტერვიუში გადაწყვიტა ერთ-ერთი სპორტული მედიის წარმომადგენელმა გაერკვია რა უპირატესობა ექნება მახაჩევს ქვესაშუალო წონაში მის პირველ მოწინააღმდეგესთან, ჯეკ დელა მადალენასთან დაპირისპირებაში და რამდენად შეძლებს ავსტრალიელი დაღესტნელისთვის რეალური წინააღმდეგობის გაწევას.

რას ამბობს პორიე

პირველივე, ან უკიდურეს შემთხვევაში მეორე შეტევის დროს ვნახავთ, რამდენად სწრაფად შეძლებს ისლამი ჯეკზე თეიქდაუნის აღებას. თუ ამას მოახერხებს, ბუნებრივია მახაჩევი მის დახრჩობას შეეცდება და შეხვედრის საბმიშენით დასრულების ალბათობა გაიზრდება. თუმცა, თუ მოვლენები საპირისპირო სცენარით განვითარდა და მადალენამ თავი კარგად დაიცვა, მაღალი დონის კრივისა და ფიზიკური აღნაგობის ხარჯზე, მისი წარმატების შანსები საგრძნობლად მოიმატებს.

რადგანაც მასთან დაპირისპირების გამოცდილება მაქვს, ისლამზე ვისაუბრებ - მისი შეტევები განსხვავებული ტიპისაა და დიდი ფიქრი გიწევს საიმისოდ, რომ თავი სწორად დაიცვა. მოდუნებისა და ერთ ადგილზე გაჩერების საშუალებას წამითაც არ გაძლევს, თუ მოდუნდები, მაშინვე დაგანგრევს. ჯეკს ვურჩევდი, რომ მახაჩევის პირისპირ არ დადგეს და მაქსიმალურად ბევრი იმოძრაოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დადებითი შედეგის ჩვენება გაუჭირდება.

შეგახსენებთ, რომ დასტინ პორიე ისლამ მახაჩევმა მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ორთაბრძოლაში 2024 წლის ივნისში საბმიშენით დაამარცხა. მომდევნო დაპირისპირებას, რომელიც დიდი ალბათობით მის კარიერაში უკანასკნელი უნდა გამოდგეს, პორიე 19 ივლისს, UFC 318-ის ფარგლებში მაქს ჰოლოუეისთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრამპი: თეთრ სახლში UFC-ის ღონისძიებას ვუმასპინძლებთ
ტრამპი: თეთრ სახლში UFC-ის ღონისძიებას ვუმასპინძლებთ