„მისი კოპირებული ვერსიაა... კონორი პიკში, თუ ილია?“ - პიმბლეტი თოფურიაზე
პედი პიმლეტი ილია თოფურიას გამოწვევას განაგრძობს და „ელ მატადორის“ მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს.
ამჯერად, ბრიტანელმა თქვა, რომ თოფურია UFC-ის ლეგენდის არადამაჯერებელი იმიტაციაა.
ოლივეირასთან გამარჯვების შემდეგ, ოქტაგონზე ილა თოფურიამ პიმბლეტთან დაპირისპირებისას კონორ მაკგრეგორის ერთ-ერთი ცნობილი ფრაზა გამოიყენა, რითაც ინგლისელი მეტოქე საჯაროდ დაამცირა.
პიმბლეტმა თქვა, რომ ილიასა და კონორს შორის მსგავსება მართლაც არის, რის შემდეგაც პროგნოზი გააკეთა - როგორ დასრულდებოდა ბრძოლა მაკგრეგორის საუკეთესო ვერსიასა და თოფურიას შორის.
„ის ცდილობს მაკგრეგორი იყოს. ზუსტად ისეთი ტატუები აქვს. სულ რამდენიმე დღის წინ თქვა კიდეც: „შენს თავზე ჩემს ***რებს დავდებ“ - რაც თავის დროზე მაკგრეგორმა ჩად მენდესს უთხრა. ის უბრალოდ მაკგრეგორის კოპირებული ვერსიაა.
ვფიქრობ, ზოგი ამას ხედავს კიდეც. მართალია, ბევრს ჰგონია, რომ თოფურია მაკგრეგორზე უკეთესია, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. საკუთარ პიკში ყოფნისას, ერთსა და იმავე მომენტში, მაკგრეგორი ილიას პირდაპირი მარცხენით ულამაზეს ნოკაუტს გაუკეთებდა“.
- განაცხადა პიმბლეტმა UFC Unfiltered-თან საუბრისას.