ილია თოფურია, დენიელ კორმიე
Aa
Aa

ილიაზე ტყუილი თქვა და გააკრიტიკეს | კორმიემ ბოდიში მოიხადა

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლებმა, დენიელ კორმიემ და ჩეილ სონენმა თავიანთ გადაცემაში, ESPN MMA’s Good Guy / Bad Guy-ში, ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას საჩემპიონო ჩხუბი განიხილეს. „დისიმ“ და სონენმა „ელ მატადორის“ სამომავლო მეტოქეებიც დაასახელეს და კორმიეს განცხადებას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„როგორც გავიგე, თოფურია მდიდარია. ილიას ოჯახს ბევრი ფული აქვს და ყველამ ვნახეთ ცარუკიანის ვიდეო, რომელშიც 1000-დოლარიან შავ ხიზილალას მიირთმევდა. არმანიც მდიდარია და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ — ორი მდიდარი ადამიანის ჩხუბი საჩემპიონო ქამრისთვის? სიგიჟე იქნება ორი მდიდარი ადამიანის ჩხუბი, რომლებსაც ფული MMA-ით არ უშოვიათ. მდიდარი ადამიანები არ ჩხუბობენ“, — განაცხადა კორმიემ.

„დისის“ სიტყვები ვირუსულად გავრცელდა და ის უამრავმა ადამიანმა გააკრიტიკა. მიზეზი მარტივია და ყველა ქართველმა ძალიან კარგად ვიცით — თოფურია მდიდარი არ ყოფილა და მის ოჯახს ბევრი ფული არ ჰქონია. იყო მომენტი, როდესაც „ელ მატადორი“ ერთდროულად ოთხ სამსახურში მუშაობდა, და ფული მას კი არა — მისი მეუღლის, ჯორჯინა უსტატეგუი ბადელის ოჯახს აქვს.

საბოლოოდ, კორმიეს ბოდიშის მოხდა მოუწია. „დისიმ“ X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა: „ჯანდაბა, შევცდი. მგონი, ჩეილმა მითხრა, რომ ილიას ოჯახს ბევრი ფული აქვს და უნდა ვიცოდე, რომ მას არ ვენდო. კიდევ ერთხელ გამომიჭირა“.

ცნობისთვის, ილიაზე არმანმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მის დამარცხებაში დარწმუნებულია. არმანი თვლის, რომ „ელ მატადორს“ მისნაირი მეტოქე არასდროს ჰყოლია და ჩხუბის შემდეგ ოქტაგონზე ტირილს დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ისლამ მახაჩევი: „დივიზიონის დატოვება ცარუკიანის საქციელმა გადამაწყვეტინა“
ისლამ მახაჩევი: „დივიზიონის დატოვება ცარუკიანის საქციელმა გადამაწყვეტინა“