მიჩელ სალგადო
Aa
Aa

„ლუის ენრიკეს პსჟ შთამბეჭდავია“ - მიჩელ სალგადო

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, მიჩელ სალგადომ „პარი სენ-ჟერმენზე“ ისაუბრა და ლუის ენრიკე შეაქო.

„ლუის ენრიკეს გაწვრთნილი პსჟ შთამბეჭდავია. ყველა კილიან მპაბეს წასვლაზე საუბრობდა, თუმცა ენრიკე ცვლილებებს კარგად გაუმკლავდა და არასოდეს გაუკრიტიკებია კილიანი. პსჟ სხვა სტილში ათამაშდა, კოლექტივი ცალკეულ ფეხბურთელებზე მაღლა დგას და პარიზი ახლა უფრო ჰგავს ნამდვილ გუნდს. ეს ყველას აიძულებს, ბოლომდე დაიხარჯნენ - როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.

ენრიკეს ფეხბურთელების მოტივირება შეუძლია. ყველა მაღალი ინტენსივობით თამაშობს, განსაკუთრებით პრესინგის დროს. შეხედეთ დემბელეს, მსოფლიოს საუკეთესო მცველივით მიდის პრესინგში. ასეთი ფეხბურთელის პრესინგზე დაყოლიება მხოლოდ ძალიან კარგ მწვრთნელს შეუძლია“.

ცნობისთვის, პსჟ-მა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში სწორედ „რეალი“ გაანადგურა (4:0) და 12 ივლისს ფინალში „ჩელსის“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჰაკიმი: რეალის დატოვება მე არ გადამიწყვეტია, პსჟ-ში ბედნიერი ვარ
ჰაკიმი: რეალის დატოვება მე არ გადამიწყვეტია, პსჟ-ში ბედნიერი ვარ