რიო ფერდინანდი, უსმან დემბელე, ლუის ენრიკე
Aa
Aa

„სენ-ჟერმენისთვის მბაპეზე მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა“ - ფერდინანდმა დემბელეზე ისაუბრა

რიო ფერდინანდი კარიერის დასრულების შემდეგ საფეხბურთო წრეებში შესაძლოა იმაზე არანაკლებ პოპულარულია, ვიდრე ფეხბურთელობის პერიოდში იყო. ინგლისელმა ვარსკვლავმა ბუცების ლურსმანზე დაკიდებისთანავე, უქმად ყოფნას ტელევიზიაში ექსპერტად მუშაობა არჩია და ყოველი მნიშვნელოვანი მატჩის შემდეგ გულშემატკივარს საკუთარ შეფასებებს აცნობს. ფერდინანდს ტრადიცია ამჯერადაც არ დაურღვევია და „პარი სენ-ჟერმენი“ – „რეალის“ (4:0) მატჩის დასრულების შემდეგ პარიზულ კლუბზე, უფრო მეტად კი, უსმან დემბელეს პროგრესზე საინტერესოდ ილაპარაკა.

რიო ფერდინანდი

ლუის ენრიკე კიდევ უფრო მეტად უნდა დავაფასოთ... მან უსმან დემბელეს პოტენციალის მქონე ფეხბურთელი სუპერვარსკვლავად აქცია. მხოლოდ გამორჩეულ მწვრთნელს შეუძლია ელიტური დონის მოთამაშე, რომელიც თავის გუნდში გამორჩეულად ნიჭიერად ითვლება, აიძულოს სრულყოფილ მოთამაშედ ქცევისთვის ისე თავდაუზოგავად ვარჯიში აიძულოს, თითქოს ამაზე მისი სიცოცხლე იყოს დამოკიდებული.

აბა წარმოიდგინეთ, კილიან მბაპე რომ დარჩენილიყო მასთანაც იგივე მიდგომით ენრიკე მიზანს მიაღწევდა? ახლა დემბელე „სენ-ჟერმენისთვის“ იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურაა, ვიდრე თავის დროზე კილიანი იყო. ენრიკეს სერიოზული მენეჯმენტი აქვს და სწორად მოიქცა, როდესაც კომპრომისებზე წასვლაზე უარი განაცხადა.

უსმანი ახლა იცით როგორია? საოცარი ფიზიკური მონაცემების მქონე ფეხბურთელი, რომელიც მზადაა ნებისმიერი მეტოქე დააპრესინგოს და დაფაროს ისეთივე დისტანცია, როგორც უსეინ ბოლტმა. ახლა მისი კარიერა ძირფესვიანად შეიცვალა და „ოქროს ბურთს“ თუ მოიგებს, ყველა დამწყები ფეხბურთელისთვის მისი კარიერა მისაბაძი იქნება.

ცნობისათვის, უსმან დემბელეს ანგარიშზე „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე გამართულ 94 შეხვედრაში 41 გოლი გაიტანა, მაშინ როდესაც მანამდე „ბარსელონაში“ ასპარეზობისას, 185 მატჩში თავი 40 ბურთით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალ-ხელაიფი: “თუ დემბელე ოქროს ბურთს ვერ მოიგებს, ეს ნიშნავს, რომ პრობლემაა“
ალ-ხელაიფი: “თუ დემბელე ოქროს ბურთს ვერ მოიგებს, ეს ნიშნავს, რომ პრობლემაა“