ჯანლუიჯი დონარუმა
Aa
Aa

დონარუმას აგენტი: „ჯიჯის გარეშე სენ-ჟერმენი ლიგას ვერ მოიგებდა“

2025 წლის „ოქროს ბურთის“ მოგების უპირველესი კანდიდატი უსმან დემბელეა, რომელსაც მიმდინარე სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ წარმატებების მთავარ შემოქმედად მიიჩნევენ. თუმცა, ბუნებრივია არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც - მაგალითად, პარიზული კლუბის იტალიელი მეკარის ჯანლუიჯი დონარუმას აგენტი ვინჩენცო რაიოლა თვლის, რომ ლუის ენრიკეს მომზადებული გუნდის მთავარი ლიდერი და წამყვანი ფიგურა მისი კლიენტი იყო:

„ჩემი პირადი აზრია, რომ „ოქროს ბურთის“ მოგებას ყველაზე მეტად ჯანლუიჯი დონარუმა იმსახურებს. უსმან დემბელემ თავისი გოლებით გუნდისთვის ძალიან ბევრი გააკეთა, მაგრამ ჯიჯის „ლივერპულთან“, „ასტონ ვილასთან“ და „არსენალთან“ ის ფანტასტიური სეივები რომ არ შეესრულებინა, „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგას ნამდვილად ვერ მოიგებდა. რაც შეეხება მისი კონტრაქტის გახანგრძლივებას, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, თუმცა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დასრულებამდე მაინც არაფერი გადაწყდება“.

ცნობისათვის, ჯანლუიჯი დონარუმას შეძენით ბოლო პერიოდში ინტერესს პრემიერ ლიგის გრანდები, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „მანჩესტერ სიტი“ გამოთქვამენ, თუმცა 26 წლის იტალიელი მეკარისთვის პრიორიტეტული საფრანგეთის დედაქალაქში დარჩენაა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სტოიჩკოვი: „მიეცით ოქროს ბურთი იამალს“
სტოიჩკოვი: „მიეცით ოქროს ბურთი იამალს“