ალ-ხელაიფი: “თუ დემბელე ოქროს ბურთს ვერ მოიგებს, ეს ნიშნავს, რომ პრობლემაა“
როგორც მოგეხსენებათ, უსმან დემბელეს გასული სეზონი შესანიშნავი ჰქონდა. ფრანგმა სუპერვარსკვლავმა ყველა საკლუბო ტურნირი მოიგო, თანაც ისე, რომ გადამწყვეტი როლი ჰქონდა.
ექსპერტები მას ოქროს ბურთის მოგებას უწინასწარმეტყველებენ. ამასთან დაკავშირებით, პარი სენ ჟერმენის დირექტორმა ნასერ ალ-ხელაიფიმ კომენტარი გააკეთა.
ალ-ხელაიფი:
„უსმანს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა. ეჭვგარეშეა, რომ მან ოქროს ბურთი უნდა მოიგოს. თუ ვერ მოიგებს, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც პრობლემა არსებობს. მან ამისთვის ყველაფერი გააკეთა და დაიმსახურა.“
ოქროს ბურთის მოგებასთან დაკავშირებით თავად დემბელემაც ისაუბრა:
„რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ ოქროს ბურთზე. ვიცი, რომ ჩემი სეზონის გათვალისწინებით ოქროს ბურთთან შორს არ ვარ, მაგრამ საკუთარ თავზე ფიქრის წინ, გუნდის მიზნებზე ვარ კონცენტრირებული.“
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, უსმან დემბელემ ყველა ტურნირზე ერთად 49 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 33 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.