ჯონ ჯონსი
Aa
Aa

ჯონსი თეთრ სახლში გასამართ ტურნირზე: მოტივაცია მჭირდებოდა და ვიპოვე

UFC-ის მძიმე წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჯონ ჯონსმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ტერიტორიაზე დაგეგმილი ტურნირისთვის ემზადება.

„დონალდ ტრამპმა განცხადება 4 ივლისს გააკეთა. იმავე დღეს დავრეკე UFC-ს შტაბ-ბინაში. ამას უკომენტაროდ დავტოვებ. ამერიკა! სისხლს მიდუღებს ეს შესაძლბელობა, რომ აშშ თეთრ სახლში წარვადგინო. ჩემთვის სულ ერთია, ვისთან ვიჩხუბებ. მოტივაცია მჭირდებოდა და ვიპოვე. ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული. არავინ იცის, რას გვიმზადებს მომავალი, მაგრამ მე უკვე დავუბრუნდი ვარჯიშს მაშინვე, როგორც კი ტრამპის განცხადება მოვისმინე“, - დაწერა ჯონსმა სოციალურ ქსელებში.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში UFC-ის ღონისძიება დააანონსა, ჯონსმა დაწერა, რომ პრომოუშენის მოთხოვნით ორკვირიანი ტესტირება გაიარა, რათა „ყველა შესაძლო ვარიანტი იყოს ხელმისაწვდომი“.

აქვე გეტყვით, რომ „ბოუნსმა“ კარიერის დასრულებაზე რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რის შემდეგაც მძიმე წონის აბსოლუტურ ჩემპიონად ტომ ასპინალი გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ჩხუბი თეთრ სახლში?“ - ჯონ ჯონსმა შესაძლოა კარიერა განაახლოს
„ჩხუბი თეთრ სახლში?“ - ჯონ ჯონსმა შესაძლოა კარიერა განაახლოს