„მონადირის როლში ყოფნა სასიამოვნო ყოფილა“ - ჯონსი დაბრუნებაზე მიანიშნებს
UFC-ის მძიმე წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჯონ ჯონსმა მიანიშნა, რომ შესაძლოა ოქტოგანს დაუბრუნდეს.
„სასიამოვნო ყოფილა, როდესაც შენზე კი არ ნადირობენ, არამედ შენ ხარ მონადირე“ - წერს ჯონსი.
It feels nice to be the hunter and not the hunted for once.
— Jonny Meat (@JonnyBones) July 7, 2025
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში UFC-ის ღონისძიება დააანონსა, ჯონსმა დაწერა, რომ პრომოუშენის მოთხოვნით ორკვირიანი ტესტირება გაიარა, რათა „ყველა შესაძლო ვარიანტი იყოს ხელმისაწვდომი“.
აქვე გეტყვით, რომ ჯონსმა კარიერის დასრულებაზე რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რის შემდეგაც მძიმე წონის აბსოლუტურ ჩემპიონად ტომ ასპინალი გამოცხადდა.
რაც შეეხება ტრამპის განცხადებას, გავრცელებული ინფორმაციით, თეთრ სახლში UFC-ის ქარდი 2026 წლის 4 ივლისს ჩატარდება - აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს, შტატების 250-ე წლის იუბილეზე.